დიადემა - „შეეხე შენს წარსულს“
არტ დიადემა - არის კომპანია, რომელიც , 2010 წლიდან ქმნის ხელოვნების ნიმუშებს. კომპანია რომელიც გამოგზაურებთ წარსულის სრულყოფილებაში! არტ დიადემასთან ერთად თქვენ შეიგრძნობთ ჩვენი წარსულის სიდიადესა და ღირსებას! ჩვენი შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ხაზია, არტ დიადემას სახით, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ საგანძური ჩვენი წარსულის დიადი ისტორიიდან და შევახსენოთ მათ ჩვენი წინაპრების ძლიერი და მტკიცე სული! ვიმოგზაუროთ ძველი დროის ღირსშესანიშნავ ადგილებში რათა მათ იამაყონ ჩვენი ერის ღირსეული წარსულით, იმ წარსულით რომელმაც დღევანდლამდე მოგვიყვანა!
კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ ნაკეთობებს „გადაშლილ წიგნი“ ს მრავალფეროვანი თემატიკით. გადაშლილი წიგნების შექმნის იდეა, ტექნიკა, დიზაინი და ხელნაკეთი ეკუთვნის არტ დიადემას. „გადაშლილი წიგნი“ ს საავტორო უფლებები დაცულია! ამ ნაკეთობების გარდა ჩვენ ვაწარმოებთ ძველ ქართულ ტიხრულ მინანქრის ნაკეთობებს: საიუველირო და ფერწერულ ნაკეთობებს.